ბექა კობახიძე
ისტორიკოსი
დაბადების თარიღი 1989
დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი და ამავე უნივერსიტეტში მოიპოვა დოქტორის აკადემიური ხარისხი, მისი დისერტაციის თემა არის : „საქართველოს საკითხი პარიზის საზავო კონფერენციაზე“. კობახიძის კვლევის სფეროს წარმოადგენს საქართველოს პირველი რესპუბლიკის (1918-1921) საგარეო პოლიტიკა, კავკასიის რეგიონში რუსეთისა და დასავლეთის დიდ სახელმწიფოთა გეოპოლიტიკური ინტერესების ისტორიული ურთიერთკვეთა და XIX-XX საუკუნეების კავკასიის რეგიონული ისტორია. ბექა კობახიძე 2009-2015 წლებში მუშაობდა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში, 2015-2019 წლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ხელმძღვანელობდა განათლებისა და პროფესიული განვითარების სამმართველოს, 2018-2019 წლებში იყო ოქსფორდის უნივერსიტეტის რუსეთისა და აღმოსავლეთ ევროპის შესწავლის ცენტრის მოწვეული 2019 წლიდან მუშაობს უკრაინაში ეუთოს სპეციალურ სადამკვირვებლო მისიაში.